საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებულ ოთხ მეზღვაურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში ააცხადებენ, თავდასხმის შედეგად გატაცებულია საქართველოს ერთი მოქალაქე. უწყების ინფორმაციით, მეზღვაურის გასათავისუფლებლად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. გემი ამჟამად გაჩერებულია ტოგოში, ლომეს პორტში. „უკვე დავუკავშირდით ოჯახის წევრებს. თუმცა, ქართველი მეზღვაურის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არ გავრცელდეს მედიის საშუალებით მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია", - აცხადებენ უწყებაში.