ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალ GEM FEST-ის კიდევ რამდენიმე მონაწილე გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს დაუზუსტებელი სუბსტანციით მოწამვლის ნიშნები აღენიშნებათ.საავადმყოფოში მოთავსებულთაგან ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.დღესვე, მსგავსი სიმპტომებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 22 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც ასევე GEM FEST-ის მონაწილე იყო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.