15:01
11 დეკემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ჩვენი პლანეტა
გელადა ანუ მაიმუნი "წითელი ყელსაბამით" - ეს იშვაითი სახეობა უძლიერესი ვოკალის და ორიგინალური ლაქის მფლობელია, რომელიც ყელსაბამივით ამშვენებს გულზე
18-07-2019

პავიანის ახლო ნათესავი, ქორდიანების ტიპის ძუძუმწოვარა გელადა ანთარისებრთა ოჯახიდან, პრიმატების იშვიათი და განსაკუთრებული სახეობაა, რადგან უძლიერესი ვოკალის და ორიგინალური ლაქის მფლობელია, რომელიც ყელსაბამივით ამშვენებს გულზე.

მამრი გელადა, რომლის სიმაღლე 50-75 სანტიმეტრს შეადგენს, საშუალოდ 20 კილოგრამს იწონის და საგრძნობლად აღემატება მდედრს, რომელიც მოკრძალებული 14 კილოგრამის მიუხედავად, მაინც არაფერს უთმობს გაბარიტულ პარტნიორს. ცხოველს მსხვილი, ბოლოში ფუნჯით დამშვენებული კუდი აქვს, რომლის სიგრძე ტანისას უტოლდება, მოყავისფრო-ბეჟი ან ნაცრისფერი ხშირი და მკვრივი ბეწვის საფარი კი, მართალია ზურგზე მუქი, გავაზე კი, შედარებით ღია ფერისაა, თუმცა მუცელზე მეტწილად მაინც თეთრადაა შეფერილი.

აღსანიშნავია, რომ მამრს სახეზე ხშირი ბეწვის "ბაკენბარდები", მხრებსა და თავზე კი, შთამბეჭდავი ფაფარი ეზრდება, რომელიც რიტუალურ ბრძოლაში ჩაბმულს, ყოველთვის საიმედოდ იცავს კონკურენტის ბასრი კბილებისგან, ერთგვარ ბეწვის "წინსაფარს" კი, რომელიც ტანის წინა ნაწილს უფარავს, მეტწილად ქალბატონების მოსახიბლად, მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად იყენებს.

AutoPlay
ჩინეთის ენდემიკი - ანთარისებრთა ოჯახის წარმომადგენელი შავი რინოპიტეკი - გადაშენების ზღვარზე მყოფი უნიკალური მაიმუნი
26-09-2019
ძუძუმწოვარა, რომლის სახელი "გორგალში შეკრულს" ნიშნავს - ჯავშანში დამრგვალებული პანგოლინი ნაძვის გირჩს უფრო ჰგავს, ვიდრე ხვლიკს
12-09-2019
ერთი შეხედვით მომხიბვლელი ყარყუმი, სინამდვილეში საოცრად აგრესიულია და ადამიანზე თავდასხმასაც არ ერიდება - მას ბეწვის ფერის შეცვლა ამინდის შესაბამისად შეუძლია
05-09-2019
მისი სახელი გრაციოზულს, სწრაფს და კარგი ჯისისას ნიშნავს - მოხდენილი და საოცრად მოქნილი ტომსონის ქურციკი მეხუთე პოზიციით ლიდერობს სწრაფ ცხოველებში
01-08-2019
უმოწყალო და დაუნდობელი თევზი მესამე პოზიციაზეა სახიფათო მტაცებლების ნუსხაში - თავჩაქუჩა ზვიგენის ეპატაჟური გარეგნობა მის არაპროგნიზერებად ბუნებას შეესაბამება
25-07-2019
ეგზოტიკური გარეგნობა და უცნაური ხასიათი: ურჩ ცხოველებს შორისაა მადაგასკარელი ინდრი, რომელიც მითებისა და ლეგენდების გმირი გახდა
11-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები