შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, გელა ხვედელიძის საქმეში ამ ეტაპზე ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს. როგორც ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეზე სამართალდამცველების მხრიდან რეაგირება სწრაფად მოხდა და გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. გელა ხვედელიძეს თავს დლით დაესხნენ. ის "ნიუჰოსპიტალში" საავადმყოფოშია მოთავსებული. ადგილზე ხვედელიძის ოჯახის წევრები, ახლობლები და გამომძიებლები იმყოფებიან.