შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს ორი - თვალისა და ყბის ოპერაცია ესაჭიროება, - ამის შესახებ მისი მონახულების შემდეგ ხვედელიძის მეუღლემ, მარეხ ფერაძემ განაცხადა. ფერაძის ინფორმაციით, ხვედელიძეს ოპერაციისთვის უკვე ამზადებენ.ამ წუთებში ფერაძე გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს. ფერაძის დაკითხვა კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" მიმდინარეობს, სადაც შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გელა ხვედელიძეა მოთავსებული.