შსს-ს გამომძიებლებმა საავადმყოფოში გელა ხვედელიძე დაკითხეს გამომძიებლებმა შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე დაკითხეს. გამომძიებლები გელა ხვედელიძესთან კლინიკაში იმყოფებოდნენ და საგამოძიებო მოქმედებები პალატაში ჩაატარეს. გელა ხვედელიძის დაკითხვა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა.
შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს ხვედელიძის მეუღლე მარეხ ფერაძე.
იხილეთ:შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ - რას ამბობს თვითმხილველი?