გეგუთის ციხის პატიმარი, ნოდარ გუბელაძე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულის ადვოკატებმა გირაოს მოთხოვნით შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა ის სასამართლომ არ გაითვალისწინა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებული გუბელაძის მამა, გოჩა გუბელაძე, უსამართლოს უწოდებს და პასუხისმგებლობას ბათუმის პროკურატურას აკისრებს. პროკურორმა კი კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოქმედებენ და გავრცელებულ კადრებში სამართალდამცველებს მხრიდან ძალადობა არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ ვიდეომასალა მე-12 არხმა გაავრცელა, რომელიც ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლების მიერ პატიმარზე ზეწოლას ასახავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დაკავებულის მიმართ გამოყენებული იყო მოსამართლის მიერ ნებადართული ის ზომა, რომელიც საჭირო იყო პატიმრის წინააღმდეგობის დასაძლევად და დნმ-ის იძულებით ასაღებად.
იხილეთ:სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერთან დაკავშირებით შსს განმარტებას აკეთებს