ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით გეგმური ოპერაციების მომლოდინე პაციენტები 4 თვის განმავლობაში გადანაწილდებიან. როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა აღნიშნულ პაციენტებს ამ პერიოდის განმავლობაში პრობლემები არ შეექმნებათ. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება და რეგულაცია პაციენტების უსაფრთხოებისთვის არის მიღებული.