მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის დაკითხვა სასამართლოში დასრულდა. მისი განცხადებით მან ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და მოყვა სიმართლე თუ რა მოხდა რეალურად სპორტის სასახლეში. მან ასევე ისაუბრა ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძისთან პირველ დაპირისპირებაზე რომელიც ზაფხულში მოხდა. დათუაშვილის თქმით სწორედ ამ კონფლიქტის გამო მოუწია ფედერაციიდან წასვლა, თუმცა რამდენიმე დღეში უკან დაბრუნდა და გააგრძელა საქმიანობა. იანვარში მომხდარ დაპირისპირებასა და ჩხუბსაც დათუაშვილის სწორედ ზაფხულის ინციდენტს უკავშირებს.