გეგა გეგეშიძე - თუ ზურაბ დათუნაშვილს სპორტი უნდა, მივიდეს და იჭიდაოს, თუ სხვა ქვეყანაში უნდა წასვლა, მე ხელს ვერ შევუშლი - Palitra News

გეგა გეგეშიძე - თუ ზურაბ დათუნაშვილს სპორტი უნდა, მივიდეს და იჭიდაოს, თუ სხვა ქვეყანაში უნდა წასვლა, მე ხელს ვერ შევუშლი

2019-03-12 15:11:42+04:00

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ ზურაბ დათუნაშვილს სხვა ქვეყანაში უნდა წასვლა ის ხელს ვერ შეუშლის. გეგა გეგეშიძის თქმით, სპორტსმენს პროვოკაცია დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი, რათა მიზეზი ჰქონოდა სხვა ქვეყანაში წასულიყო საჭიდაოდ. მისივე თქმით, დათუნაშვილს შარშან გადაწყეტილი ჰქონდა უზბეკეთში წასვლა. რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, გეგეშიძე თავს დამნაშავედ არ თვლის წარდგენილ ბრალში და იმედოვნებს, რომ სიმართლე გაირკვევა.