"გეფას" დირექტორი, რომელიც ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში წევს, ბოდიშს იხდის. მან კომპანიის თანამშრომლებს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც იტალიიდან დაბრუნების შემდეგ სამსახურში მისვლას "წინდაუხედაობად" აფასებს და აღნიშნავს, რომ განიცდის ამის გამო შექმნილ სიტუაციას. "გეფას" დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ მისი შემთხვევა იქნება მაგალითი სხვებისთვის, გამოიჩინონ მეტი წინდახედებულობა.
ამასთან, ის "გეფას" თანამშრომლებს იტალიაში მისი სტუმრობის შესახებ უყვება, მათ შორის უხსნის, რომ აეროპორტში საბაჟო-კონტროლის გავლისას სიცხის დამწევი მედიკამენტი მიღებული არ ჰქონია.