გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ფოფხაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევის შემდეგ მიიღო. ის აცხადებდა, რომ თუ დადასტურდებოდა, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილ ნინია კაკაბაძეს 55-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებდა.ცნობისთვის, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებად ნინია კაკაბაძე და იზაბელა ოსიპოვა აირჩია