"თუ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოსამართლეები მსხვერპლი იყვნენ, მე არ მიმაჩნია. მე მიმაჩნია, რომ მსხვერპლი იყო გირგვლიანი. ესენი იყვნენ ჩვეულებრივი ჯალათები" – ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" პარლამენტარმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.გადაცემის წამყვანმა ფოფხაძეს შეკითხვით მიმართა, "ქართული ოცნების" ოფისში გასამართ სხდომაზე, რომელსაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება, ექნებათ თუ არა ივანიშვილის მიმართ კითხვები. კერძოდ, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით.ფოფხაძის თქმით, პარლამენტში სიის შემომტანი იუსტიციის საბჭო ოყო და შესაბამისად, ვერ დაადანაშაულებს ვერც ერთ მის კოლეგას, რომ ის არის ამ სიის შემოქმედი.