გედევან ფოფხაძე მისი თანაგუნდელის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ უნდა უმრავლესობის წევრებმა უნდა აუხსნან მათი პოზიციის რომელი კონკრეტული ნიუანსი არ მოსწონთ და რატომ არიან თავად, მათივე თანაგუნდელებისგან დადანაშაულებული ამბოხში. ფოფხაძე იმედოვნებს, რომ ცქიტიშვილის ეს განცხადება ხუმრობა იყო. ამასთან, ის "ქართული ოცნებიდან" გარიცხვას არ ელოდება . შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი სასამართლოსთან დაკავშირებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ხოლო "ამბოხებული დეპუტატები" რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია.