იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესთან დაკავშირებით გუნდში განსხვავებული მოსაზრებები იყო – ჩემი და ეკა ბესელიას პოზიცია იყო, რომ რადიკალურად შეცვლილიყო იუსტიციის საბჭოს ფორმირების წესი და სხვა კონფიგურაცია შექმნილიყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.ფოფხაძე იმასაც ამბობს, რომ ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით დასახელებულ კანდიდატებს ხმას აძლევდა. ამასთან, აქვე აღნიშნა, რომ არჩეული კანდიდატებისგან ვერავითარ წინასწარ გარანტიას ვერ მიიღებდა, თუ როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ ისინი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.