ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე ტექინსპექტირება გაზზე მომუშავე 1 634 ავტო სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, აქედან 1 178 ანუ საერთო რაოდენობის 72% გამართული იყო . 456-მა ავტომობილმა კი ტექინსპექტირება ვერ გაიარა. რეგლამენტის მიხედვით, 17 და მეტი წლის აირბალონებზე მომუშავე მანქანებს ტექდათვალიერების ვალდებულება 2018 წლის 1 იანვრამდე ჰქონდათ. ხოლო 14-16 წლის ავტომობილებმა ტექდათვალიერება 2018 წლის პირველ ივლისამდე უნდა გაევლოთ. როგორც შპს „აირბალონის“ ტექნიკური მენეჯერი გიორგი ხვედელიძე აღნიშნავს, ივლისში ტექინსპექტირების ცენტრში მძღოლების აქტიურობა ძალიან მაღალი იყო, თუმცა მომართვიანობა თანდათან შემცირდა. ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ჰაბ ჯორჯიას დამფუძნებლის განცხადებით, სახელმწიფომ აირბალონიანი ავტომობილების ტექინსპექტირების რეფორმა არასწორად დაიწყო საქართველში ამ დროისთვის 12 ინსპექტირების ცენტრია, სადაც აირბალონიანი ავტომობილების ტექინსპექტირება ხორციელდება. აქედან 4 თბილისში, 2 რუსთავში, 2 ქუთაისში, 1-გორში, 1 ბათუმში, 1 საგარეჯოში, 1 კი ქობულეთშია განთავსებული.