დღეიდან ძალაში შედის "სემეკის" გადაწყვეტილება ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ახალი ტარიფები მომავალი წლის ბოლომდე იმოქმედებს. თბილისში ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი საშუალოდ ნახევარი თეთრით გაიზარდა. გადაწყვეტილება "სემეკმა" "ყაზტრანსგაზის", "სოკარ გაზ ჯორჯიასა" და "საქორ-გაზის" მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო. რეგიონებში 41 სხვადასხვა ტარიფი მოქმედებს და სხვადასხვა რაიონში ბუნებრივ აირზეც ფასი განსხვავებული იქნება.