სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ უკრაინულ კომპანია „ნაფთოგაზს“ 2 მილიარდ 900 მილიონი დოლარი გადაუხადა.ამის შესახებ თავად რუსული კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს. 2 მილიარდ 918 მილიონი დოლარის ოდენობით თანხის გადახდას ადასტურებს უკრაინული მხარეც და დასძენს, რომ ჯამში კომპანიამ სატრანზიტო არბიტრაჟის გზით „გაზპრომისგან“ 5 მილიარდი დოლარი მიიღო. „ნაფთოგაზი“ აზუსტებს, რომ კომპენსაციის პირველი ნაწილი 2 მილიარდ 100 მილიონი დოლარის ოდენობით მათ ბუნებრივი აირის სახით 2014 წელს, ხოლო დანარჩენი ახლა ფულადი სახით მიიღეს.