ევროპის სასამართლოში პოლონეთმა მიზანს მიაღწია და რუსული კომპანია „გაზპრომი“ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გაზსადენ Opal-ზე წვდომას ვეღარ მოიპოვებს.საუბარია, სახმელეთო გაზსადენზე „ჩრდილოეთის ნაკადი“, რომელიც რუსეთიდან გერმანიის მიმართულებით ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის. ცნობისთვის, ევროკომისიამ „გაზპრომს“ Opal-ის გაზსადენების 90%-ის გამოყენების უფლება 2016 წლის 28 ოქტომბერს მისცა. ათას 224-კილომეტრიანი გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა მილსადენია. პროექტი 10 მილიარდ დოლარამდე დაჯდა და ის რუსეთთან ერთად გერმანიის, ჰოლანდიისა და საფრანგეთის კომპანიებმა განახორციელეს.