რუსული „გაზპრომის“ ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 40%-ით შემცირდა. 2019 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ უცხოეთში 14 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზი გაყიდა, მეორე კვარტალში კი მხოლოდ 9 მილიარდის. გამოდის, რომ „გაზპრომმა“ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 38%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო, ვიდრე პირველ კვარტალში. აღნიშნულის შესახებ რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებიდან ირკვევა. თუმცა, მიზეზებზე ცენტრალური ბანკი არაფერს ამბობს, თავად კომპანიაში კი კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ექსპერტების განცხადებით, შემოსავლის შემცირების უმთავრესი მიზეზი ბუნებრივ აირზე ფასის კლებაა, სხვა მიზეზებს შორის კი თურქეთის მხრიდან მოთხოვნის შემცირებაც სახელდება.