გაზპრომი საქართველოს ახალ პირობებს სთავაზობს. გადაწყვეტილებას შემოთავაზებულ წინადადებაზე დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღებენ და დეტალებიც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.- ამის შესახებ ჟურნალისტებს მინსკიდან დაბრუნებულმა ენერგეტიკის მინისტრმა განუცხადა. მისი თქმით საუბარი ძირითადად შეხებოდა გაზპრომისგან სომხეთისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის 10 პროცენტის სანაცვლოდ ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლას.