"გაზპრომბანკი" მზადაა, აზერბაიჯანში რამდენიმე პროექტი ჯამში 3 მილიარდი დოლარით დააფინანსოს. ამის შესახებ, ბაქოში ბანკის აღმასრულებლის მოადგილემ, განაცხადა. მისივე თქმით, „გაზპრომბანკი“ სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარ-ს“ საიმედო პარტნიორად მოიაზრებს და მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს.რუსულ ბანკს, სამშენებლო პროექტ „სოკარ GPC-ის“ კომპლექსის დაფინანსებაში მონაწილეობა სურს, რისთვისაც მზადაა, 400-800 მილიონი დოლარის ინვესტიცია გაიღოს. ამ კომპლექსში შევა როგორც გაზის გადასამუშავებელი, ასევე პოლიმერების მწარმოებელი ქარხნები. ის წლიურად 9 მილიარდ 100 მილიონ კუბურ მეტრ გასუფთავებულ გაზსა და 600 ათას ტონა დაბალი და მაღალი წნევის პოლიეთილენს, 130 ათას ტონა პროპილენს, 42 ათას ტონა ბენზენს, ასევე 25 ათას ტონა ბენზინს გამოუშვებს.