ბათუმს, ხელვაჩაურსა და სარფს, ცენტრალურ მაგისტრალზე დაზიანების გამო, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორის განცხადებით, გაზი ჯამში 50 ათას აბონენტს არ მიეწოდება. დავით ლეკიშვილის თქმით, ტექნიკურმა ჯგუფებმა დაზიანება აღმოფხვრეს და დილიდან დაიწყო გამორთული აბონენტების გაზმომარაგება. ავარია ცენტრალურ მაგისტრალზე ორთაბათუმის ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე ტექნიკური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. დაზიანებული მილი აღდგენილია და გაზის ჩართვა კი ეტაპობრივად მოხდება.
გათბობის არქონის გამო, ბათუმის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განთლების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სასწავლო პროცესი მხოლოდ სამ საჯარო სკოლაში მიმდინარეობს, 24 საჯარო სკოლაში კი სწავლა შეწყდა. ხელვაჩაურში 7 სკოლაში არ არის სწავლა. სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა იმ სკოლებში, სადაც გათბობა გაზზე არ არის.