21:32
28 მაისი, 2022, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
გაზის გადასახადი წლიურად - 77,6%-ით, დენის - 65,6%-ით; წყლის - 77,4%-ით გაიზარდა
07-01-2022

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6 პროცენტით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ წლიურად იმ პროდუქტებს შორის, რომელთა ფასიც ყველაზე მეტად გაიზარდა კომუნალური გადასახადებიც ხვდება. მეტიც, კომბოსტოს შემდეგ, რომელიც თითქმის 200%-ით გაძვირდა, სწორედ აღნიშნული გადასახადები არის ყველაზე მეტად გაძვირებული.

კერძოდ, 2021 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით:
წყლის გადასახდელი - 77,4%-ით;
ბუნებრივი გაზის გადასახდელი - 76,6%-ით;
ელექტროენერგიის გადასახდელი - 65,6%-ით;
ნაგვის გატანის გადასახდელი კი - 58,1%-ით არის გაზრდილი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები