გაზი გაძვირდა - მომხმარებელი მომატებულ საფასურს 1 ივნისიდან გადაიხდის - Palitra News

გაზი გაძვირდა - მომხმარებელი მომატებულ საფასურს 1 ივნისიდან გადაიხდის

2021-05-27 14:59:23+04:00

1 ივნისიდან გაზი ძვირდება. სემეკმა გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

"შპს "თბილისი ენერჯის“ კორექტირებულმა სამომხმარებლო ტარიფმა შეადგინა 53.972 თეთრი/კუბ.მ დღგ-ს ჩათვლით. ტარიფი ძალაში შევა 2021 წლის 1 ივნისიდან. ტარიფის კორექტირება განპირობებულია ქ. თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფით. მარეგულირებელს ტარიფის გაძვირების მოთხოვნით "თბილისი ენერჯიმ" მიმართა.

კომპანიის განმარტებით, ლარის გაუფასურების გამო ზარალზე მუშაობს და 34 თეთრად შეძენილ ბუნებრივ აირს 26 თეთრად ყიდის.