22 წლის წინ 1995 წლის 18 აპრილს გაზეთ კვირის პალიტრის პირველი ნომერი გამოვიდა, რომელმაც საფუძველი დაუდო მულტიმედია ჰოლდინგის - პალიტრა მედიის შექმნას. გაზეთი კვირის პალიტრა სხვა გაზეთებისაგან განსხვავებულ ფერის ქაღალდზე იბეჭდებოდა რითაც თავიდანვე მიიბყრო მკითხველების ყურადღება. უკვე მრავალი წელია კვირის პალიტრა ყველაზე სანდო და რეიტინგულ გაზეთად სახელდება. დღეს პალიტრა მედია აერთიანებს პერიოდულ ჟურნალ-გაზეთებს, საინფორმაციო სააგენტოს, მედია პორტალებს, წიგნების საგამომცემლო სახლს, ტელევიზიასა და რადიოს.