Gazelle Finance Georgia-მ საქართველოში წამყვან დამოუკიდებელ სადაზღვევო კომპანიას არდი დაზღვევას“ შუალედური დაფინანსების ტრანშის კაპიტალი გამოუყო. "არდი დაზღვევა" მზარდი კომპანიაა, რომელიც სწრაფად აფართოებს საოპერაციო საქმიანობას როგორც თბილისის, ისე რეგიონების მასშტაბით. "არდის" კიდევ ერთი ფილიალი შეემატა ქუთაისს. ახალი ფილიალი უზრუნველყოფს არა მხოლოდ სადაზღვევო მომსახურებისა და პროდუქტების მთელი სპექტრის მიწოდებას რეგიონის მასშტაბით, ასევე შესაძლებელს ხდის უზრუნველყოს მომხმარებელზე მორგებული პროდუქტები, კორპორატიული კლიენტებისთვის რისკების გაუმჯობესებული მართვისთვის.აღსანიშნავია, რომ "არდის" კარგად დივერსიფიცირებული კლიენტების ბაზა აქვს, რაც ფინანსური სტაბილურობისა და მომგებიანობის ძლიერი საფუძველია. ამასთან, კომპანია არ ეკუთვნის საქართველოს რომელიმე საფინანსო ინსტიტუტს. "არდის" წარმოამდგენლების თქმით, კომპანიამ დინამიურად ზრდა საკუთარი შიდა რესურსებისა და მენეჯმენტის წყალობით შეძლო.