საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ ქართველი სინოლოგებისათვის გაზაფხულის სადღესასწაულო მიღება გამართა. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში შედგა. მიღებას დაესწრნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იანჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ქართველი სინოლოგები და სხვა მოწვეული სტუმრები. "გაზაფხულის სადღესასწაულო მიღება ქართველი სინოლოგებისათვის" ტრადიციულად, ჩინური ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით იმართება და მისი მიზანია ჩინეთსა და საქართველოს შორის კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.