ეს ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული ყოველწლიური ფესტივალია ინდოეთში, რომელიც ყოველწლიურად 20 ან 21 მაისს იწყება და რამდნეიმე დღე გრძელდება. ფესტივალის დროს გორაის მცხოვრებლები აღნიშნავენ ბუდას დაბადებისდღეს და მაქსიმალურად გამოხატავენ სითბოს და მხიარულებას. ფესტივალის მოწყობაში არამარტო მაცხოვრებლები არამედ მთელი რაიონის ადმინისტრაცია იღებს მონაწილეობას. ფესტივალზე იმართება სხვა და სხვა სამეფო და გუჯარათის ხალხური წარმოდგენები. როგორც ამბობენ ფესტივალი მეორე და მესამე დღე ბევრად საინტერესოა, რადგან ამ დროს იმართება სხვა და სხვა შეჯიბრებები, როგორიც არის ნავებით რბოლა, ცხენებით ჯირითი და კიდევ სხვა უამრავი სახის გასართობი.