არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთი მისცა.აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტთან ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, აქციის მონაწილეებს 30 წუთი მიეცა იმისთვის, რომ გაათავისუფლონ ტერიტორია და შეწყვიტონ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება.გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის წარმომადგენლები აღნიშნულთან დაკავშირებით ესაუბრნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ზაალ უდუმაშვილს. აღნიშნულ საუბარს მოჰყვა ხმაური. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი აქციის მონაწილეებმა შეძახილებით -„პასუხს აგებთ“ გააცილა.შეგახსენებთ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი გამოჩნდა. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მობილიზებულია წყლის ჭავლის და სახანძრო მანქანები.