გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის მერს, პარკ ვონ-სუნს, ეძებენ, რომელიც რამდენიმე საათია გაუჩინარდა. როგორც საერთაშორისო მედია წერს, პოლიციას პარკ ვონ-სუნის დაკარგვის შესახებ მისმა ქალიშვილმა შეატყობინა მას შემდეგ, რაც მერი დღეს სამსახურში არ გამოცხადდა.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ისინი პარკ ვონ-სუნს იმ ტერიტორიაზე ეძებენ, სადაც უკანასკნელად მისი მობილური ტელეფონის სიგნალი დაფიქსირდა