შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალქალაქში, 2 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას და ცეცხლსასროლი იარაღის, ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაულში მონაწილე პირებს გამოძიება დაადგენს.
არსებული ინფორმაციით კი, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტში დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილი მონაწილეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილმა, დავით მკოიანმა ოთხ პირთან ერთად ახალგაზრდა მამაკაცი სცემა.