საპარლამენტო უმრავლესობის და მთავრობის წევრები ეკა ბესელიას მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში შესაძლო გავრცელების ფაქტს ეხმაურებიან, უმრავლესობა გამორიცხავს იმ ინფორმაციას თითქოსდა ეს კადრები გუნდის შიგნით გავრცელდა. საპარლამენტო უმრავლეოსბის წევრის რომან კაკულიას თქმით ყველაზე მეტად ამ ფაქტით თავად გუნდი დაზარალდა ამიტომ არავის არ სრულს ამ პროცესებთან იყოს ასოცირებული. ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის, როგორც პოლიტიკურად ასევე ადამიანურად ეს ფაქტი არის მიუღებელი, ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები დროულად გამოიძიებენ ამ ფაქტს. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში შესაძლო გავრცელების საქმეზე გამოძიება 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო.