იფეთქა თუ არა ძაღლის ჭირმა დედაქალაქში ეს კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ნაწილი ვეტერინარების ამბობს, რომ ძაღლის ჭირი გავრცელდა, ნაწილი კი აღნიშნულს არ ეთანხმება და ამბობს, რომ მათ კლინიკებში სტატისტიკური მაჩვენებელი არ შეცვლილა. ვეტერინარები ამბობენ, რომ ძაღლის ჭირის გავრცელების ძირითად წყაროს მიუსაფარი ძაღლები წარმოადგენენ, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ.