სამართალდამცავებმა მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „პალიტრა ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.ჯიბღაშვილი პოლიციამ გუშინ აიყვანა. დაკავებულის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ლევან ჯიბღაშვილი ავტომობილით მოძრაობდა, ის საპატრულო პოლიციამ შეაჩერა და სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი ავტომობილიდან ნივთიერების ამოღება. როგორც ადვოკატი განმარტავს, ჯიბღაშვილის ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.