33 წლის როს ეჯლიმ დიდი ბრიტანეთს ირგვლივ ცურვით შემოუარა. ამისთვის მას 157 დღე და ამ პერიოდის განმავლობაში 2879 კილომეტრის დაფარვა მოუხდა. გამოწვევებით სავსე გზაზე კი მას რამდენიმე შტორმის, მტკივნეული ყინვისა და მედუზებისგან მიღებული დამწვრობის გადატანა მოუხდა. მზისა და მარილიანი წყლის გამო მას სხეულზე წყლულები გაუჩნდა. "იმის გამო რომ მარილიან წყალში დღეში 12 საათს ვატარებდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ენა მომძვრებოდა. ერთ დღეს გავიღვიძე და ენა ქვასავით მქონდა - აუტანელი იყო. მაშინ მოვსინჯე ბანანი და მან ტკივილი შემიმსუბუქა"- იხსენებს ექსტრემალი. თავისი მარშრუტის უკანასკნელი კილომეტრნახევარი მან 300 სხვა მცურავთან ერთად გაცურა, რომელიც მას შეუერთდნენ, რათა ფინიშთან მისვლა უფრო სანახაობრივი და გრადიოზული ყოფილიყო. როს ეჯლიმ სახელი ექსტრიემისადმი სიყვარულით გაითქვა. მის სახელზეა რამდენიმე უცნაური რეკორდი, თავის ახალ თავგადასავალს კი მან ბრიტანეთის დიდი ცურვა უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ მან ზღვაში 5 თვე გაატარა, ფინიშთან მოსვლისას გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ცურვა არ მობეზრდა.