შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ეს ფაქტი "პალიტრანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
"სხვა დეტალებს ვერ გეტყვით, ფაქტს ვადასტურებთ", - განაცხადეს უწყებაში.