გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ზაზა ალავერდაშვილი ბრალს არ აღიარებს.
პოლიციელის ადვოკატის, ბონდო ვათიაშვილის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულის განცხადების საფუძველზე დააკავეს. ვათიაშვილის ინფორმაციით, ალავერდაშვილი დაზარალებულს იცნობდა, თუმცა, მასთან რა სახის ურთიერთობა ჰქონდა, არ აკონკრეტებს. მისივე ინფორმაციით, ვინაიდან საქმე პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს ეხება, გარკვეული გარემოებების გახმაურების უფლება არ აქვს და შესაბამისად მას ხელი აქვს მოწერილი გაუთქმელობის ვალდებულებაზე.
ზაზა ალავერდაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.