ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლები ფინანსური ანგარიშგების ახალ, გამარტივებულ სტანდარტს გაეცნენ. გაუმჯობესებეული ფინანსური ანგარიშგება მიკრო საწარმოებს ფინანსებზე წვდომას უმარტივებს. შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ პროექტს, მცირე და საშუალო საწარმოთა ფასს სტანდარტების ცნობადობის ამაღლების შესახებ. აღნიშნული პროექტები ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება.