გაუქმებული 19 კომისია - კახა კალაძის ახალი გადაწყვეტილება - Palitra News

გაუქმებული 19 კომისია - კახა კალაძის ახალი გადაწყვეტილება

2017-11-29 11:49:36+04:00

თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მერიასთან არსებული 19 კომისია უქმდება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "ბიუროკრატიული შემცირების გადაწყვეტილებების დროულად მიღებისა და მუშაობის მეტი ეფექტურობის მიზნით, ვაუქმებთ თბილისის მთავრობის მიერ შექმნილ 19 კომისიას. ამ მიზნით ცვლილებები შევა შესაბამის სამართლებრივ აქტებში", - განაცხადა კალაძემ.მისივე თქმით, გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საკითხებზე მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით მოკლე დროში და უფრო ეფექტურად მიიღებენ.

იხილეთ: "ხეების მოასფალტება, ეს რაღაც ახალია" - რა ფოტო მიიტანა კახა კალაძემ სხდომაზე და ვისთან აღარ ითანამშრომლებს თბილისის მერია?