თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლითაც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას ერთ მილიონ ლარამდე ქონება აუნაზღაურდა.თბილისის საკრებულოში ეს ინიციატივა დღეს ოთხმა ფრაქციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა, სევდია უგრეხელიძემ და შორენა ბუხრაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე დააყენეს.