გაუგებარია, რატომ არ მოხდა საქართველოს პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარება, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის მოტივირებული წერილი, რომელიც პარლამენტმა არ გაითვალისწინა, მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და დაცულობის ხარისხის ზრდას. აბაშიშვილის განცხადებით, შენიშვნები ძირითადად, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პრინციპულ მოსაზრებებს ემყარებოდა.
იხილეთ: