დედაქალაქის მერი კახა კალაძე პოლიტიკურ პარტიებს თბილისის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობას სთავაზობს. კახი კალაძის განცხადებით, ყველა პარტიას შეუძლია, სამუშაო ჯგუფში წარადგინოს ერთი წევრი, რომელსაც ყველა ინფორმაციაზე წვდომა ექნება.მერის თქმით, მისთვის გაუგებარია ოპოზიციის მოთხოვნა გენგეგმაზე დებატების გამართვასთან დაკავშირებით. როგორც კალაძე ამბობს, დოკუმენტი შემუშავების პროცესშია და მათთვის ყველა სასარგებლო რჩევა მისაღები იქნება.