23:33
6 ივლისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ერთი წიგნი
ქორწინების მეხუთე წლისთავზე, სახლში დაბრუნებული ქმარი აღმოაჩენს, რომ მისი ცოლი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა... ეს ამბავი პრესაში მალევე გახმაურდა და საქმეში პოლიციაც ჩაერთო - ამერიკელი მწერლის გილიან ფლინის თრილერი "გაუჩინარებული ქალი"
28-04-2022

„გაუჩინარებული ქალი“, 51 წლის ამერიკელი მწერლის, გილიან ფლინის თრილერია, წიგნის ორიგინალი 2012 წელს, გამომცემლობა Crown Publishing Group- ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.

წიგნის სიუჟეტი ცოლ-ქრმის ნიკის და ემის ცხოვრებაზე გვიყვება, რომლებიც ნიუ იორკიდან, მისურის შტატში ნიკის მშობლიურ მხარეში გადადიან საცხოვრებლად.
ქორწინების მეხუთე წლისთავზე, სახლში დაბრუნებული ნიკი აღმოაჩენს, რომ ემი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა, რაც ერთი შეხედვით გატაცებას ჰგავს. ამბავი მალევე გახმაურდება პრესაში და საქმეში პოლიცია ერთვება.

დეტექტივი ბონი, რომელიც გამოძიებას ხელმძღვანელობს აწყდება უამრავს საეჭვო ფაქტს, წყვილის ფინანსური პრობლემები, მოწმე რომელიც ადასტურებს, რომ შეშინებულმა ემიმ მისგან იარაღი იყიდა, ცუდად ჩამორეცხილი სისხლის კვალი სახლში და ემის ორსულობის ამბავი, რომელიც ხდება საბაბი იმისა, რომ პოლიციამ და პრესას ემის გაუჩინარებაში ეჭვი მის ქამარზე მიიტანოს.

გამოძიების ადგილზე ნიკი და დეტექტივი ბონი პოულობენ ერთგვარ მინიშნებებს, რომელთა კვალსაც ნიკის მამის სახლში მიჰყავთ სადაც ნახევრად დამწვარ ემის დღიურ პოულობენ, სადაც ბოლო სიტყვებია „ჩემმა ქმარმა შეიძლება მომკლას“, რაც დეტექტივის ეჭვს გაუჩინარებული ქალის მეუღლის მიმართ მიმართ უფრო საფუძვლიანს ხდის, ხოლო ნიკს უფრო დიდ გაურკვევლობაში აგდებს, თუმცა საბოლოო ჯამში ის რწმუნდება, რომ ემიმ თავისი გაუჩინარება თავად გაითამაშა, ის ცოცხალია და ამ ყველაფრის უკან სწორედ ის დგას.

მწერალი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანზას სიტიში დაიბადა, მშობლიურ ქალაქშივე დაამთავრა უნისვერსიტეტი, რომლის დასრულების შემდეგაც მუშაობა დაიწყო US News & World Report-ში, 1998 წელს გილიანმა Entertainment Weekly-ში დაიწყო მუშაობა ტელეკრიტიკოსად საიდანაც 2008 წელს გაათავისუფლეს.

გილიან ფლინი დღეს ჩიკაგოში ქმართან და ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობს, ის აგრეთვე ავტორია წიგნებისა „ბნელი ადგილები“ და „ბასრი საგნები“ და მოკლე მოთხრობისა „ზრდასრული“, „გაუჩინარებული ქალი“ მწერლის რიგით მესამე ნაწარმოებია და ის გამოცემისთანავე საერთაშორისო სენსაციად იქცა, წიგნი 75 კვირის განმავლობაში NEW YORK TIME-ის ბესტსელერების სიაში იკავებდა პირველ ადგილს.


წიგნის მიხედვით 2014 წელს 20th Century Fox-მა , დევიდ ფინჩერის რეჟისორობით გადაიღო ფილმი უცვლელი სახელწოდებით გაუჩინარებული ქალი, რომელშიც მთავარ როლებს ბენ აფლეკი და როზამენდ პაიკი ასრულებენ.

წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2015 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ ირაკლი ლომოურის თარგმანით და ამ დროიდან ის ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე Palitral.ge

AutoPlay
ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი შერლოკ ჰოლმსი, რომელიც დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს დეტექტიური ჟანრის მოყვარულ ნებისმიერი ასაკის მკითხველში
30-06-2022
თინეიჯერი ალეკსი, რომელიც ტიპიური მოძალადეა, სიამოვნებას ადამიანის მოკვლით, ცემით, გაქურდვითა და გაუპატიურებით ღებულობს... - ინგლისელი მწერლის ენტონი ბერჯესის დისტოპიური ჟანრის რომანი "მექანიკური ფორთოხალი"
23-06-2022
„ძმები კარამაზოვები“ მე-19 საუკუნეში მოღვაწე ცნობილი რუსი მწერლის, ნოველისტის და ესეისტის ფიოდორ დოსტოევსკის რომანი, რომელიც მისი ცხოვრებისეული შრომის კულმინაციას წარმოადგენს
16-06-2022
ბიჭი, რომელიც 70 წლის მამაკაცის ფიზიკური გარეგნობითა და მეტყველების უნარით იბადება, ასაკის მატებასთან ერთად ახალგაზრდავდება - ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის მოთხრობა "ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბავი"
02-06-2022
ეს წიგნი იმითაა უნივერსალური და უკვდავი რომ ყველა დროის ავტორიტარიზმს ერგება და აკვდება - ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმა"
26-05-2022
მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრე ქალი ცოლად უახლოესი მეგობრის საქმროს მიჰყვება, წყვილი თაფლობის თვის გასატარებლად ნილოსზე კრუიზში მიდის, სადაც ქალის მეგობარიც იმყოფება, რომ მათ მოგზაურობა ჩაუშხამოს... - აგათა ქრისტის რომანი "სიკვდილი ნილოსზე"
19-05-2022
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები