"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ კლუბიდან წასვლის შესახებ განაცხადა. იტალიური პრესის ინფორმაციით, გატუზომ ამის შესახებ გადაწყვეტილება კლუბის აღმასრულებელ დირექტორთან, ივან გაზიდისთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ლეონარდოს წასვლის მიზეზად კი გაზიდისთან კონფლიქტი სახელდება. გატუზომ "მილანი" 2017 წლის 27 ნოემბერს ჩაიბარა, როცა გუნდიდან ვინჩენცო მონტელა გაათავისუფლეს.