"გაცოცხლდნენ? გამოვიდნენ სარდაფებიდან? ამ ინიციატივაზე საუბარი არჩევნებამდეც იყო, არანაირი კავშირი არ აქვს არჩევნებთან" - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკულ განცხადებას, რომელიც 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების განულებას შეეხება.კალაძის თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემაზე მათი პარტიის თავმჯდომარე ჯერ კიდევ პოლიტიკაში დაბრუნებისას საუბრობდა.არასამთავრობო ორგანიზაციები ,საქართველოს პროკურატურას მოუწოდებენ, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე.