საკონსტიტუციო კომისიის ფორმატზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული წინადადება კონსულტაციებისთვის სივრცეს არ ტოვებდა. პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ეხმუარება. ანა დოლიძეს განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვის მზადყოფნის საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ 19 ოქტომბერს დასვა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მოუწოდა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს და მთავრობას, რომ ამ საკითხზე საუბრის ნაცვლად კონცენტრაცია მოახდინონ იმ პრობლემებზე, რომლებიც მოქალაქეებს აწუხებთ.