სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დამწვარია შენობის დაახლოებით 40–45 კვადრატული მეტრის ფართი. მათივე ცნობით, სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა 5 სამაშველო ბრიგადა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საწყობში გაჩნდა.ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.