ბათუმში, თურქული სუპერმარკეტების ქსელის "იალჩინის" თანამშრომლები დააყაჩაღეს. შემთხვევა 3 იანვარს, ბათუმის ერთ-ერთ უბანში, აეროპორტის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა. გატაცებულ თანხასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, სუპერმარკეტის თანამშრომლებს ასეულობით ათასი ლარი წაართვეს.