გატაცებული 250 ლარი - ზუგდიდში აფთიაქი დააყაჩაღეს - Palitra News

გატაცებული 250 ლარი - ზუგდიდში აფთიაქი დააყაჩაღეს

2018-12-07 15:55:18+04:00

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე აფთიაქი "ნეოფარმი" დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, აფთიაქი ერთმა ნიღბიანმა დააყაჩაღა. წაღებულია 250-მდე ლარი. შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.